ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის გრანდი უკრაინელი მცველით ინტერესდება

პრემიერ ლიგის გრანდი უკრაინელი მცველით ინტერესდება
თარიღი 25 Nov 2024, 13:52
მიმდინარე სეზონში, მანჩესტერ სიტი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას. არასტაბილური თამაში, როდრის არ ყოფნა და ცუდი სათამაშო ფორმა. “ქალაქელებმა“ უნდა იაქტიურონ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე და პეპ გვარდიოლამ, რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შეარჩია თავისი გუნდისთვის. 

ერთი მოთამაშე ბერგამოს ატალანტას ჩამშლელი ედერსონია, რომელზეც ჩვენ უკვე მოგახსენეთ, ხოლო დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “ლურჯები“ ბორმუთის უკრაინელი ცენტრალური მცველით ილია ზაბარნით ინტერესდებიან. ზაბარნი მართლაც გამორჩეული უკანახაზელია და მისი გადასვლა ტოპ კლუბში დროის ამბავია. სიტი თითქმის ყველა შეხვედრაში გოლს უშვებს, ბოლო 5 მატჩი პეპის გუნდმა წააგო და უკანასკნელ შეხვედრაში თავის კარში 4 უპასუხო გოლი მიიღო. ზაბარნის ზამთარში დამატება რთული იქნება, რადგან ანდონი ირაოლას გეგმებში თავისი ლიდერის გაშვება შუა სეზონში არ შედის, “ალუბლები“ თავის მცველში 70 მილიონს ითხოვენ. 

ბორმუთის მცველმა, ამ სეზონში პრემიერ ლიგის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი ცხრილის მეცამეტე ადგილზე იმყოფება.