ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბი დევიდის მიმართ ინტერესს იჩენს

პრემიერ ლიგის კლუბი დევიდის მიმართ ინტერესს იჩენს
თარიღი 26 Mar 2025, 16:40
მიმდინარე სეზონის ბოლოს ლილის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დევიდი გუნდს აუცილებლად დატოვებს. დევიდმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და მომდევნო სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. დევიდის სურვილია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტოპ კლუბში გადაბარგება. 

ფეხბურთელის დასამატებლად მზადყოფნას ნიუკასლი გამოთქვამს, თუ ალექსანდ ისაკი გუნდს დატოვებს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ჯონათან დევიდი იქნება. არის იმის შანსი, რომ ისაკმა ახალ გუნდში გადავიდეს და დევიდი სწორედ მის შემცვლელად მივიდეს ედი ჰაუს გუნდში.

ნიუკასლის გარდა დევიდით: ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, პსჟ, და მანჩესტერი ინტერესდებიან.