პრემიერ ლიგის კლუბმა მუსიალას ტრანსფერისთვის სოლიდური თანხა გაამზადა
2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯამალ მუსიალა იქნება.
ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობამ 21 წლის გერმანელი შემტევისთვის 100 მილიონი ევრო გაამზადა.
ჯამალ მუსიალა ბაიერნში 2020 წლიდან ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება. მის ანგარიშზე რეკორდმაისტერის მაისურით ჩატარებული 169 მატჩი, 46 გოლი და 34 ასისტია.