ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ორი ტოპ კლუბი ბოუენის ტრანსფერით ინტერესდება

პრემიერ ლიგის ორი ტოპ კლუბი ბოუენის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 05 ოქტ 2023, 17:53
"ვესტ ჰემის" თავდამსხმელმა ჯაროდ ბოუენმა შესაძლოა კლუბი შეცვალოს.

TalkSport-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელსა და "ჩაქუჩებს" შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებისას გარკვეული სირთულეებია. 

არსებული ინფორმაციით, "ლივერპული" და "ნიუკასლი" აკვირდებიან სიტუაციას. ორივე გუნდი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში ბოუენის შეძენას არ გამორიცხავს.

ფეხბურთელის მოქმედი შრომითი კონტრაქტი "ვესტ ჰემთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.