ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ტოპ 5 ტალანტი, რომელსაც ახალ სეზონში უნდა დავაკვირდეთ

პრემიერ ლიგის ტოპ 5 ტალანტი, რომელსაც ახალ სეზონში უნდა დავაკვირდეთ
თარიღი 12 Aug 2024, 19:04
წინასაზეზონო შეხვედრებში, ტოპ კლუბებმა თავისი აკადეემის აღზრდილებს მისცეს შანსი თავის გამოვლენის, ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ 5 გამორჩეული ახალგაზრდა, რომელსაც სეზონის მსვლელობისას უნდა დააკვირდეთ. 

გარი ამასი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო წლებია მიგვაჩვია, თავისი აკადემიის აღზრდილებს. ალეხანდო გარნაჩო და კობი მაინო ორი გენიალური პროდუქტი ეშმაკების სკოლიდან, რომლებმაც კარგი სეზონი ჩაატარეს პრემიერ ლიგაში და თავის ნაკბებესაც დაემხარენენ საერთაშორისო სარბიელზე. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ, მანჩესტერის კიდევ ერთი ტალანტი გარი ამასი. ამასანი არ გახლავთ  მანჩესერეს აღზრდილი, ის კლუბმა შარშან ვოთფორდიდან შეიძინა და 1 წელი აკადემიაში გაატარა. გუდნს დიდი ხანია, აქვს პრობლემები მარცხენა მცველის პოზიციაზე და ამასანი სწორედაც, რომ ამ ამპლუის ფეხბურთელია და მას აქვს შანსი მოაგვაროს ეს პრობლემა ბევრი წლით. 

ლუკას ბერგვაალი (ტოტენჰემი)

ტოტენჰემმა ბერგვაალი სახით უდიდესი ტალანტი დაიმატა, შვედი მოთამაშე ახლოს იყო ბარსელონაში გადასვლასთან, მაგრამ თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება ლონდონურ გუნდში. ფურცელზე ბერგვაალი 10 ნომერია, მაგრამ მას ასევე 8 ნომრის მოვალეობების შესრულებაც შეუძლია, სწორედ ამ პოზიციაზე ხედავს ტოტენჰემის თავკაცი. ძალიან მაღალი მოედნის ხედვა, დრიბლინგი და საოცრად დახვეწილი პასის კლტურა, ეს ის თვისებებია რითიც ფასობს ბერგვაალი და დიდი შანსია, რომ ტოტენჰემი მომდევნო წლებში სწორედ მასზე აეწყოს. 

არჩი გრეი (ტოტენჰემი)

''სპურსმა'' ბერგვაალი შარშან ზამთარში დაიმატა ხოლო არჩი გრეი გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა. ლიდსის სკოლის აღზრდილი და ჩემპიონშიპის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, ლოდონურმა გუნდმა 41 მილიონი გადაუხადა ლიდს და ინგლისის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი შეიძინა. გრეი ძალიან მრავალმხრივი მოთამაშეა მას, როგორც საყრდენის ასვე, ცენტრალური მცელის და განაპირა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში. 

ჯეიმს მაკეტი (მანჩესტერ სიტი)

''ქალაქელთა'' აკადემია ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და გამორჩეუ ტალანტებს ჩუქსნის თანამედროვე ფეხბურთს. მაკეტი ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი გახლავთ და პრესეზონზე, პეპ გვარდიოლამ მას მნიშვნელოვანი წუთები მისცა. ჯეიმსმა თითქოს მძიმედ დაიწყო თამაში, მაგრამ მილანთან გოლის გატანაც მოახერხა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მაკეტის წაყვანა რამოდენიმე გუნდს სურდა იჯარის წესით, მაგრამ მოთამაშემ უარი თქვა სადმე წასვლაზე და სიტისში ძირითადისთვის აპირებს ბრძოლას. 

იაკუბ მინტეჰი (ბრაიტონი)

ნიუკალ იუნაიტედიდან იჯარით გაშვებული მინტეჰი, რომელამც გასული სეზონი ფეენორდში გაატარა და ძალიან მაგრაი მაჩვენებლები დააფიქსირა. ის ტყუილად არ მიიჩნება უნიჭიერეს მოთამაშედ. გამბიელი ფეხბურელი ბრაიტონს 30 მილიონი დაუჯდა არადა მას 1 თამაშიც არ ჩაუტარები ნიუკასლში. თან ჩენ კარგად ვიცით თუ, როგორ მუშაობს ბრაიტონი ახალგაზრდა მოთამაშეებთან და დიდი შანსაი მომდევნო სეზონში ''თოლიებმა'' კიდევ ერთი ტალანტი აჩუქონ პრემიერ ლიგას.