ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან

პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან
თარიღი 28 თებ 2023, 23:09
პორტალმა Transfermarkt-მა შეადგინა პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელების რეიტინგი, რომლებსაც თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ.

მეორე პოზიციას „კრისტალ პალასის“ შემტევი უილფრიდ ზაჰა იკავებს, რომლის საფასურიც 32 მილიონს შეადგენს. ვინგერი უკვე 30 წლისაა, ამიტომ დიდი ალბათობით, მას ტოპ-კლუბში თავის წარმოჩენის ბოლო შანსიღა დარჩა.

მესამე ადგილზე კი „ჩელსის“ საყრდენი ნახევარმცველი ნგოლო კანტე იკავებს. 31 წლის ფეხბურთელის ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.

პირველ ადგილზე სიძვირით „ლესტერის“ ბელგიელი ნახევარმცველი იური ტილემანსი გავიდა, რომლის საფასურიც 40 მილიონ ევროს შეადგენს.