ავტორიზაცია

პრევიუ ევრო 2024 | საფრანგეთი ბელგია

პრევიუ ევრო 2024 | საფრანგეთი ბელგია
თარიღი 01 Jul 2024, 14:50
დღეს ევროპის ჩემპიონატის, მორიგი 1/8 დაპირისპირება გველოდება, ტურის ცენტრალური შეხვედრა დუსელდორფში გაიმართება სადაც ერთმანეთს, საფრანგეთი და ბელგია შეხვდებიან. 

ფრანგები ევრო სარბიელზე უპირობო ფავორიტის სატატისით ჩავიდნენ და ჯგუფური ეტაპიც მარტივად დაძლიეს, ცოტა მძიმე სათაამშო სტილით, მაგრამ საკმად დამაჯერებლად. დიდიე დეშამის გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი მიიღო საკუთარ კარში, მაგრამ ბევრიც არ გაუტანია. ''სამფერიანებმა'' მოხლოდ ორჯერ მოახერხეს მეტოქე გუნდის კარის აღება და აქედან 1 გოლი ავსტრიელმა მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა. ბელგიელებმაც მძიმედ დაძლიეს ჯგუფი, ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება. 

ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2021 წელს, ერთა ლიგის 1/2 ფინალში შეხვდნენ, სადაც გამარჯვება საფრანგეთს დარჩა. ფრანგები ამ შეხვედრაშიც ფავორიტებად მიიჩნევიან და შემდეგ ეტაპზე გასვლას არ უნდა გაუჭირდეთ. 

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.