ავტორიზაცია

"პრობლემები თურქეთთან მატჩში ინდივიდუალური შეცდომების ბრალი უფრო იყო" — ვილი სანიოლი

"პრობლემები თურქეთთან მატჩში ინდივიდუალური შეცდომების ბრალი უფრო იყო" — ვილი სანიოლი
თარიღი 06 Sep 2025, 20:05
ბულგარეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"დღემდე არ მესმის, რატომ მივიღე წითელი ბარათი. თამაშის დროს მწვრთნელობა იოლი არ არის, ხშირად გიწევს მეოთხე მსაჯისთვის კითხვების დასმა, პასუხად კი ყოველთვის მესმის დაწყნარდი, დამშვიდდი. ეს თანამედროვე ფეხბურთის უარყოფითი მხარეა, რომ გარკვეულ შეკითხვებზე ადეკვატურ პასუხს ვერ ვიღებთ."

"ის პრობლემები, რაც თურქეთთაბ გვქონდა, ინდივიდუალური შეცდომების ბრალი უფრო იყო, ვიდრე ტაქტიკის. 4 მცველზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა, თაობათა ცვლა მიდის და მარტის შემდეგ ასე ვთამაშობთ."

"სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რადგან ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავებული ნაკრებია. 3 დღეში 2 მატჩი გვაქვს და ცვლილებები საჭიროა. გათვლა იმაზე იქნება, რომ თამაში უფრო ორგანიზებულად დავიწყოთ. ბულგარეთის ნაკრების ბოლო რამდენიმე მატჩს ვუყურე, კარგად ორგანიზებული გუნდია და ჩვენთვის ახალი გამოწვევა იქნება"
— ვილი სანიოლი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი, სადაც საქართველო ბულგარეთს უმასპინძლებს ხვალ, დინამო არენაზე 17 საათზე დაიწყება.