პროექტით მოიხიბლა - 43 წლის ჯიჯი ბუფონი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

43 წლის ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის ახალ კლუბში გაგრძელებასთან ახლოსაა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯიჯი თავის ყოფილ გუნდთან, „პარმასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს და შეთანხმება ახლოსაა.ა
„პარმას“ გარდა, ბუფონს კიდევ 4 გუნდი ეპატიჟება, მათ შორის არიან თურქული „ბეშიქთაში“ და ბრაზილიური „ფლამენგოც“.
თუმცა, ავტორიტეტული ინსაიდერი იტყობინება, რომ ყველაზე ახლოს ბუფონთან შეთანხმებასთან სწორედ „პარმაა“, რომელიც ჯიჯის თავისი სამომავლო პროექტით ხიბლავს.
სერია ა-ში სეზონის შედეგად, „პარმა“ ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და ბუფონსაც მინიმუმ ერთი სეზონის მანძილზე სერია ბ-ში მოუწევს ძალების მოსინჯვა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯიჯიმ ამ სეზონის ბოლოს დატოვა, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ბუფონი „პარმაში“ 1995-2001 წლებში ასპარეზობდა, საიდანაც შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა.