ავტორიზაცია

პსჟ ფლორენცის გამოისყიდის

პსჟ ფლორენცის გამოისყიდის
თარიღი 20 იან 2021, 16:58
„პსჟ-ს“ მცველი, ალესანდრო ფლორენცი, რომლის უფლებებიც „რომას“ ეკუთვნის, შესაძლოა ფრნაგულ გუნდში დარჩეს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „ტვიტერში“ იტყობინება, პარიზელებს 29 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა სურთ, რადგან საიჯარო ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს.

იტალიელი ფეხბურთელის შეძენა „პსჟ-ს“ 9 მილიონ ევროდ შეუძლია. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„პსჟ-მ“ ფლორენცი 2020 წლის სექტემბერში გადავიდა და ფრანგული ლიგა 1-ს 13 მატჩში 2 გოლის გატანა მოასწრო.