პსჟ-მ მბაპეს დედლაინი დაუწესა! როდის ელოდებიან პასუხს ფრანგისგან?
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას მბაპეს მომავლის საკითხის რაც შეიძლება მალე მოგვარება სურს და ფეხბურთელს დედლაინიც დაუწესეს.
22 წლის ფეხბურთელმა პასუხი „ბარსელონასთან" საპასუხო მატჩამდე უნდა გახადოს ცნობილი, რომელიც 10 მარტს შედგება.
მბაპეს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: გაახანგრძლივოს კონტრაქტი, ან წავიდეს 2021 წელს. პსჟ-ს თავისი ერთ-ერთი ლიდერის უფასოდ გაშვება არ სურს და თუ ის წასვლას გადაწყვეტს, მის სანაცვლოდ მინიმუმ 180 მილიონი ევროს მიღება სურს.
როგორც Marca იუწყება, ფრანგული კლუბისთვის პრიორიტეტული სწორედ კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რადგან მოახლოვებული ყატარის მუნდიალის წინ, პსჟ-ს მფლობელები მას ერთ-ერთ მთავარ სახედ მოიაზრებენ.
22 წლის ფრანგი შემტევის შეძენისთვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდის „რეალია", რომელსაც ზაფხულში ან მისი შეძენა სურს, ან ერლინგ ჰოლანდის.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთან" მერვედფინალური პირველი მატჩი „პსჟ-მ" სწორედ მბაპეს ჰეთ-ტრიკით, 4:1 იმარჯვა.