ავტორიზაცია

პსჟ-მ მონპელიეს პენალტების სერიაში მოუგო და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა [VIDEO]

პსჟ-მ მონპელიეს პენალტების სერიაში მოუგო და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა [VIDEO]
თარიღი 13 მაი 2021, 01:13

საფრანგეთის თასის ნახევარფინალში "პარი სენ ჟერმენი" სტუმრად "მონპელიეს" დაუპირისპირდა.

ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც პარიზელებმა 6:5 მოიგეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი გაეტან ლაბორდემ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევრის დებიუტშივე, 50-ე წუთზე, მბაპემ დუბლი გაიფორმა და "პსჟ" კვლავ წინ გაიყვანა.

მასპინძლებმა 83-ე წუთზე კიდევ ერთხელ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - თავი ენდი დელორმა გამოიჩინა.

საბოლოო ჯამში, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ, სადაც "ვალიერესისა" და "მონაკოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ვიდეომიმოხილვა