პსჟ რომას ნახევარმცველს უმიზნებს

"პსჟ"-მ შეიძლება "რომას" ნახევარმცველი, ლორენცო პელეგრინი იყიდოს, წერს Calciomercato.
გავრცელებული ცნობით, რომაელთა ფეხბურთელის დამატება "ინტერსა" და "იუვენტუსსაც" სურთ, მაგრამ პარიზული კლუბი ფავორიტია.
2020/21 წლების სეზონში პელეგრინიმ "რომას" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა.
Transfermarkt-ის ვერსიით, 24 წლის იტალიელი 37 მილიონი ევრო ღირს.