პსჟ-ს ფეხბურთელი იჯარით ლა ლიგის გუნდში გადასვლაზე თანახმაა
„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელმა გოლკიპერმა, სერხიო რიკომ კარიერა შესაძლოა სამშობლოში გააგრძელოს.
Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის მეკარის იჯარით აყვანით „მალიორკაა“ დაინტერესებული.
ამ მომენტში კლუბები საიჯარო ხელშეკრულებაზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას. თავად ფეხბურთელს „პსჟ-დან“ წასვლა უფრო დიდი სათამაშო პრაქტიკის მიღებისთვის სურს, ამიტომ„ მალიორკაში“ გადასვლაზე თანახმაა.
რიკო პარიზულ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს, სადაც „სევილიადან“ 6 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი „პსჟ-სთან“ 2024 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.
ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით, რიკოს ღირებულება სადღეისოდ 5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მიმდინარე სეზონში რიკომ ლიგა 1-ს ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაუშვა, მას გუნდში კეილორ ნავასის და ჯანლუიჯი დონარუმას ყოფნის გამო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.