ავტორიზაცია

პსჟ-ს სატრანსფერო აქტიურობას აგრძელებს - წინ, კიდევ ერთი გარიგებაა?!

პსჟ-ს სატრანსფერო აქტიურობას აგრძელებს - წინ, კიდევ ერთი გარიგებაა?!
თარიღი 28 აგვ 2021, 11:55

"პარი სენ-ჟერმენის" მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე ჯერ არ დასრულებულა. L'Equipe-ის ცნობით, "პსჟ"-ს ბოლო სამიზნე იქნება "რენის" ლიდერი, ედუარდო კამავინგა.

პარიზული კლუბი ცდილობს სწორედ ნახევარდაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერებას და თუ თავიდან იწერებოდა პოლ პოგბას შესახებ, ახლა პრიორიტეტული ვარიანტი მისი თანამემამულე გახდა.

საქმე ისაა, რომ "დოგების" აღზრდილი არ ითხოვს ისეთ ასტრონომიულ ხელფასს, როგორსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფლეიმეიქერი და აქედან გამომდინარე, სახელფასო ჭერი პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება "შავ-წითლების" ათიანის სატრანსფერო ღირებულებას, პრესაში იწერება 50-60 მილიონი ევროს შესახებ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდის გარდა, წარმოშობით კონგოელის სახელს მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებენ.