ავტორიზაცია

პსჟ-ს შემდეგ ბაიერნი - მიუნხენური გრანდი მესისთვის ბრძოლას არ აპირებს

პსჟ-ს შემდეგ ბაიერნი - მიუნხენური გრანდი მესისთვის ბრძოლას არ აპირებს
თარიღი 26 Aug 2020, 22:06
"ბაიერნი" "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ხელში ჩაგდებას არ ეცდება, იტყობინება გერმანული გამოცემა Bild.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მესიმ "ბარსას" ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტის სურვილის შესახებ ამცნო.

როგორც იწერება, ფეხბურთელის ხელში ჩაგდება "ინტერს" სურს, თუმცა თავად ლეოს "მანჩესტერ სიტიში" უნდა გადასვლა, სადაც მისი ექს-მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მუშაობს. აგრეთვე, მესისთვის ბრძოლას "მანჩესტერ იუნაიტედიც" აპირებს.

მოგეხსენებათ, 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის დამატებას არც "პარი სენ ჟერმენი" ეცდება.

გასულ სეზონში "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში მიუნხენელებმა მესის "ბარსელონა" 8:2 გაანადგურეს.