პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა კინის შესაძლო შესყიდვაზე განცხადება გააკეთა
"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ "ევერტონის" თავდამსხმელის, მოიზე კინის შესაძლო შესყიდვაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 20 წლის იტალიელი ამჟამად პარიზელთა ღირსებას იჯარის წესით იცავს.
"დღეს რთულია იმის თქმა, სად აღმოჩნდება სეზონის ბოლოს, მაგრამ ნამდვილად დიდი მომავალი აქვს", - ციტირებს Football Italia ლეონარდოს სიტყვებს.
2020/21 წლების სეზონში კინმა "პსჟ"-ს რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.