ავტორიზაცია

პსჟ ახალ შუახაზელს დაიმატებს

პსჟ ახალ შუახაზელს დაიმატებს
თარიღი 19 Jul 2024, 12:17
როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ იუნაიტედი ახლოს არის, მანუელ უგარტეს დამატებასთან. ურუგვაელო მოთამაშე მოხიბლულია პრემიერ ლიგაში გადაბარგებით და დიდი ალბათობით ის ''წითელ ეშმაკებს'' შეუერთდება. მეორეს მხრივს პსჟმ მისი შემცვლელი უკვე მოძებნა. საუბარია ჟოაო ნევეშზე. ბენფიკას უნიჭიერესმა მოთამაშემ, გასული სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და არაა გასაკვირი, რომ ფრანგული გუნდის ინტერესი დაიმსახურა. 

''არწივები'' წინააღმდეგნი არ არიან ახალგაზრდა პორტუგალიელის გაშვების, მაგრამ მის სანაცვლოს საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვენ საუბარია 70-80 მილიონზე. ლუიზ ენრიკეს ძალიან სურს ნეშევის გუნდში ხილვა და სწორედ ჟოაო უნდა გახდეს, უგარტეს შემცვლელი, რომელსაც ენრიკემ ადგილი ვერ მოუძებნა. 

19 წლის პორტუგალიელმა სულ რაღაც, 2 სეზონი გაატარა ბენფიკას ძირითად გუნდში, მაგრამ თავისი შესაძლებლობების ჩვენება ბრწყინვალედ მოახერხა. ყველა ტურნირზე ნევეშმა ბენფიკას მაისური სამოცდა თხყთმეტჯერ მოირგო და ოთხი გოლის გატანა მოახერხა. ასევე პორტუგალიის ნაკრებში უკვე ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა.