ავტორიზაცია

პსჟ დამარცხდა — ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის თასზე ასპარეზობა შეწყვიტა

პსჟ დამარცხდა — ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის თასზე  ასპარეზობა შეწყვიტა
თარიღი 13 Jan 2026, 04:06
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და პარიზი დაუპირისპირდნენ, რომელიც სენსაციურად დასრულდა.

იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრაში პსჟ უდიდესი ფავორიტი იყო, პარიზმა თავი ძალიან კარგად დაიცვა, გოლი 74-ე წუთზე გაიტანა და 0:1 გაიმარჯვა.

პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა ქართველი 64-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩში ერთადერთი გოლის გატანა პარიზის ფეხბურთელმა იკონემ შეძლო.