"პსჟ ფანტასტიკური გუნდია და აქ ბედნიერი ვარ" — ხვიჩა კვარაცხელია

პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სიეტლ საუნდერსთან მატჩის წინ მედიის კითხვებს უპასუხა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
– ბოტაფოგოსთან მარცხის შემდეგ ლუის ენრიკემ რა გითხრათ?
– მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ ტურნირში იოლი შეხვედრები არ გველის და თუ თითოეულ თამაშს სრული მზადყოფნით არ შევხვდებით, შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება. დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩში უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ. ვარჯიშებზე მობილიზებულად ვიმუშავეთ და თითქმის ყველა მზადაა სათამაშოდ, რაც კარგია. ვფიქრობ, სრულად მზად ვართ მომავალი შეხვედრისთვის.
– რა უნდა გამოასწოროთ იმისთვის, რომ მომდევნო მატჩი მოიგოთ?
– საჭირო არის მეტი კონცენტრაცია და იმაზე ყურადღების გამახვილება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. გუნდის განწყობა ისეთია, რომ პარიზში დაბრუნებაზე ჯერ არავინ ფიქრობს – მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ კონცენტრირებულები.
– სიეტლ საუნდერსზე რა ინფორმაცია გაქვთ?
– რამდენიმე შეხვედრა ვნახეთ, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ. ორგანიზებული და კარგად შეთამაშებული გუნდია, ამიტომ მარტივ თამაშს არ ველით. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა დონის თამაშს ვაჩვენებთ. პარი სენ-ჟერმენი ყოველთვის მოგებისთვის თამაშობს და ამ შემთხვევაშიც იგივე განწყობა გვექნება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ვართ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც უფრო მაღალია.
– რაზე გესაუბრათ მთავარ მწვრთნელს ბოლო ორი დღის განმავლობაში?
– ძირითადად ყურადღების შენარჩუნებაზე და მომზადებაზე გვესაუბრა. ასევე, მან გაამახვილა ყურადღება ბოტაფოგოსთან დაშვებულ შეცდომებზე. იმ მატჩში ბევრი ბურთი დავკარგეთ და შედეგად მეტოქემ სახიფათო კონტრშეტევები განახორციელა. ბრაზილიელები ასეთ მომენტებში მართლაც ძლიერები არიან.
– როგორია თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ?
– ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ჯერ კიდევ ვცდილობ, ბოლომდე შევიგრძნო ეს ცვლილება. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ასეთ საკითხებზე მეკითხებიან. პსჟ-ში თავს უბედნიერესად ვგრძნობ. ეს არის ფანტასტიკური კლუბი, სადაც უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ პსჟ-ის წარმატებებში წვლილი შემაქვს და თითოეულ მატჩში მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ