პსჟ ლილს ლიდერების გარეშე ესტუმრა და ქულები დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, პარი სენ ჟერმენი ლილს დიდი დანაკლისით ესტუმრა და ქულები დაკარგა.
შეხვედრის ანგარიში ნუნუ მენდეშმა საჯარიმო დარტყმით 66-ე წუთზე გახსნა და პარიზული კლუბი დააწინაურა. 85-ე წუთზე, წონასწორობა ეთან მბაპემ აღადგინა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
აღნიშნულ მატჩში პარი სენ ჟერმენს უდიდესი დანაკლისი ჰქონდა. ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი და მარკინიოსი ვერ დაეხმარნენ.
7 მატჩის შემდეგ, პარი სენ ჟერმენს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს — ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ კედლებში სტრასბურგს მიიღებს.