ავტორიზაცია

პსჟ-მ ბენფიკას ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწია

პსჟ-მ ბენფიკას ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 21 ივლ 2024, 11:59
"პსჟ"-მ ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველ ჟოაო ნევეშთან 
კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. 

ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება. 

როგორც წყარომ შეიტყო, ფრანგულმა გუნდმა პორტუგალიურ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური წინადადება გაუგზავნა. ამ ეტაპზე თანხა არ სახელდება. 

აღსანიშნავია, რომ ნევეშის ტრანსფერის გამოსასყიდი პუნქტი 120 მილიონი ევროა. 

მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.