ავტორიზაცია

პსჟ-მ ლე ავრი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

პსჟ-მ ლე ავრი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა
თარიღი 01 Mar 2026, 14:45
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24 ტურში ერთმანეთს ლე ავრი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.

მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იხილა, იმის მიუხედავად, რომ პსჟ მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა, გუნდმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, რაც პარიზელთა გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ამ მოგებით პარი სენ-ჟერმენმა 57 ქულა დააგროვა, კონკურენტ ლანსს 4 ქულით გაასწრო და ლიდერობა გაიმყარა. 

პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. Sofascore-მა ქართველის პერფომანსი 6.6 ქულით შეაფასა.

გოლის ავტორი: 0-1 ბრედლი ბარკოლა 37'.