ავტორიზაცია

პსჟ-მ მესის შემცვლელი იპოვა

პსჟ-მ მესის შემცვლელი იპოვა
თარიღი 10 ივნ 2023, 12:31
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ იპოვა ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში არგენტინელი ლიონელ მესის შეცვლის. 

35 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა პარიზელები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მაიამის "ინტერში" გადავიდა.

Le Parisien-ის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონის სამიზნე მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვაა. პარიზში თვლიან, რომ პორტუგალიელი მესის წარმატებით ჩაანაცვლებს.

2022/2023 წლების სეზონში პორტუგალიელმა 54 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.