პსჟ-მ ოსერი დაამარცხა — როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მ ოსერს უმასპინძლა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა მთელი მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და Sofascore-სგან უმაღლესი, 10.0 ქულიანი შეფასებაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ქართველის გუნდი 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის ინტერს დაუპირისპირდება.