პსჟ-მ წლის მე-6 ტიტული მოიგო - პარიზილებმა ფლამენგო დაამარცხეს

საკონტინტენტთა შორისო თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ბრაზილიური ფლამენგო დაუპირისპირდნენ. მატჩი დოჰაში შედგა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა. შეხვედრაში პარიზელები მე-9 წუთზე ფაბიან რუისმა დააწინაურა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა. 38-ე წუთზე პსჟ კვლავ, ამ ჯერად ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, ფლამენგომ წონასწორობა შეხვედრის მეორე ნახევარში, ჟორჟინიოს მიერ ზუსტი შესრულებული პენალტით აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. ასე რომ გუნდები დამატებით დროში გადავიდნენ, სადაც მათ ვერ მოახერხეს გოლის გატანა. ყველაფერი პენალტების სერიით გადაწყდა, სადაც გამარჯვება პარი სენ-ჟერმენმა მოიპოვა (2-1) და წელს მე-6 ტიტულს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს პსჟ-მ არაერთი ტიტული მოიგო - საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.


