პსჟ მბაპეს 55 მილიონს არ გადაუხდის — დავა სასამართლოში გაგრძელდება
პარის სენ ჟერმენმა უარი განაცხადა კილიან მბაპესთვის ბოლო სამი თვის ხელფასის და ბონუსის გადახდაზე, რაც დაახლოებით 55 მილიონი ევროა.
ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნულ საკითხზე დავა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ, პსჟ-ს დავალიანების დაფარვა მოსთხოვა, თუმცა, კლუბისგან უარი მიიღო.
პსჟ-ს წარმომადგენლების თქმით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის იყო სიტყვიერი, რომლის მიხედვითაც თუ მბაპე უფასოდ წავიდოდა, ბოლო სამი თვის ანაზღაურებაზე უარს იტყოდა — მხარეებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება.