პსჟ ნიცასთან დამარცხდა — როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, პარი სენ ჟერმენმა პირველად წააგო — ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ კედლებში ნიცასთან 1-3 დამარცხდა.
აღნიშნული მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო პარიზული კლუბის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სრულად ითამაშა და Sofascore-სგან 7,7 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების ტიტული უკვე მოიგო და დარჩენილი მატჩები ფორმალობაა. პარიზულ გრანდი საფრანგეთის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იმყოფება და წელს ტრებლის შანსი აქვს.