პსჟ რაიან შერკის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს
"პარი სენ-ჟერმენმა" ამ ეტაპზე "ლიონის" შემტევი ნახევარმცველის რაიან შერკის შეძენა ვერ შეძლო.
პარიზულმა გუნდმა 20 წლის ფეხბურთელისთვის დაახლოებით 15 მილიონი ევრო შესთავაზება გააკეთა, მაგრამ "ლიონს" ასეთი პირობები არ აკმაყოფილებს.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "ლიონის" ხელმძღვანელობა ელის, რომ მოთამაშის გადაყიდვიდან მნიძვნელოვან მოგებას მიიღებს, შესაბამისად, დაჟინებით მოითხოვს გარიგებაში შესაბამისი პუნქტის ჩართვას.
პსჟ მოთამაშის ტრანსფერისთვის ბრძოლას არ გამოთიშულა და მოლაპარაკებას აგრძელებს.
რაიან შერკიმ ლიგა 1-ის ბოლო 33 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.