ავტორიზაცია

პსჟ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა — მბაპე 55 მილიონ ევროს მიიღებს

პსჟ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა — მბაპე 55 მილიონ ევროს მიიღებს
თარიღი 22 Nov 2024, 17:44
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ პსჟ-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა და კლუბს მბაპესთვის თანხის გადახდა დაავალა.

სექტემბერში, კილიან მბაპემ ყოფილ კლუბს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და ბოლო 3 თვის ხელფასის გადახდა მოითხოვა, რაც მოსამართლეც სრულად დააკმაყოფილა.

განაჩენი პსჟ-ს წარმომადგენლებმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაასაჩივრეს, თუმცა, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა — პარიზულმა კლუბმა მბაპეს 55 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.