ავტორიზაცია

პსჟ-ს ყატარელმა მფლობელებმა პორტუგალიური კლუბის აქციები შეიძინეს და დიდი გეგმებიც აქვთ

პსჟ-ს ყატარელმა მფლობელებმა პორტუგალიური კლუბის აქციები შეიძინეს და დიდი გეგმებიც აქვთ
თარიღი 10 Oct 2022, 21:46
„პსჟ-ს“ მფლობელმა კომპანიამ პორტუგალიური „ბრაგას“ წილი შეიძინა.

Qatar Sports Investment-მა პორტუგალიური კლუბის აქციების 21.67% შეიძინა.

QSI-ში მიაჩნით, რომ „ბრაგას“ ფინანსური და სპორტული ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნია.

ახალი აქციონერები აპირებენ, რომ „ბრაგა“ პორტუგალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბადაც აქციონ.

შეგახსენებთ, რომ QSI „პსჟ-ს“ 2011 წლიდან ფლობს.