პსჟ შვედი გოლეადორით ინტერესდება
პარი სენ-ჟერმენი ზაფხულში შეტევის გაძლიერებას ფიქრობს. ლუის ენრიკეს კლუბს ცენტრფორმარდის პრობლემა აქვს. რანდალ კოლო მუანი ახლოს არის გუნდის დატოვებასთან, გონსალუ რამუში ხშირად არის ლაზარეთში. ამიტომ ფრანგულ გრანდს ახალი მეგატრანსფერის განხორციელება სურს. ფრანგთან სპორტულ დირექტორს ლუიშ კამპუშს უკვე ჰყავს შერჩეული კანდიდატი და მისი სახელია ალექსანდრ ისაკი.
შვედი ფორვარდი ძალიან მაგარ სეზონს ატარებს, უკანასკნელ შეხვედრაში ისაკმა იფსვიჩს ჰეტრიკი შეუსრულა, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისაკს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი აქვს, რის გარანტიასაც ნიუკასლი ვერ აძლევს. ხოლო პარიზელებს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნებათ.
ინგლისური კლუბი თავის ლიდერში 100 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც პარიზულ კლუბს შეუძლია, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, ლიგა ერთის წარმომადგენელს დიდი კონკურენციის გაწევა მოუწევს. უკვე კარგა ხანია ორი ლონდონური გუნდი არსენალი და ჩელსი აქტიურად მუშაობენ შვედის დამატებაზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიელის სურვილია ნისლიან ალბიონზე დარჩენა.