პულიშიჩი ზაფხულში ჩელსის დატოვებს? მის სიტუაციას სამი კლუბი აკვირდება
Daily Mail-ის ინფორმაციით, კრისტიან პულიშიჩის სიტუაციას „ჩელსიში“ რამდენიმე კლუბი აკვირდება.
გუნდში თომას ტუხელის მისვლის შემდეგ, ამერიკელ შემტევს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და არ არის გამორიცხული, მან გუნდის დატოვება ზაფხულშივე მოინდომოს.
მას შემდეგ, რაც „ჩელსი“ ტუხელმა ჩაიბარა, პულიშიჩს სასტარტოდან არცერთი მატჩი არ დაუწყია, მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
როგორც ზემოთხსენებული წყარო იტყობინება, სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან „მან.იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „ბაიერნი“, რომლებიც შანსის გამოჩენისთანავე მზად არიან, „ჩელსის“ ტრანსფერზე მიმართონ.