ავტორიზაცია

ქართული კლუბების ორი მარცხი საკვალიფიკაციოზე - გორის დილამ დასანანად წააგო, ტორპედომ კი - გამანადგურებლად

ქართული კლუბების ორი მარცხი საკვალიფიკაციოზე - გორის დილამ დასანანად წააგო, ტორპედომ კი - გამანადგურებლად
თარიღი 27 ივლ 2023, 23:41
უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში დღეს „ტორპედო ქუთაისმა“ და გორის „დილამ“ თავიანთი მატჩები ჩაატარეს.

„ტორპედომ“ ყაზახურ „აკტობეს“ უმასპინძლა, „დილა“ კი უკრაინულ „ვორლკლა პოლტავას“ ესტუმრა.

ორივე ქართული გუნდი დამარცხდა, მაგრამ განსხვავებული შედეგით - „ტორპედო“ საკუთარ კედლებში 1:4 განადგურდა და საპასუხო მატჩის წინ გასვლის თითქმის ყველანაირი შანსი დაკარგა.

რაც შეეხება გორელებს, გუნდი 1:0-ს იგებდა, თუმცა ორი გოლის გაშვება მოასწრო და შეხვედრა ბრძოლაში დათმო. გამარჯვების გოლი უკრაინელებმა 93-ე წუთზე გაიტანეს.

აღნიშნული შედეგი „გორის დილას“ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს უტოვებს.

საპასუხო მატჩები 3 აგვისტოს გაიმართება.

კონფერენც ლიგის კვალიფიკაციაზე 3 ქართული გუნდი ასპარეზობს და პირველი ტური სამივემ დათმო, გუშინწინ „დინამო თბილისი“ მალტურ „ჰამრუნთან“ სტუმრად 1:2 წააგო.