ქართული შოუ ამჯერად მაკედონიაში! - საქართველოს ნაკრების მორიგი ბრწყინვალე მატჩი და გამარჯვება

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება ჩვენმა ბიჭებმა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს - 3:0.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში 52-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რასაც ათ წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა და წინ ორბურთიანი ჰანდიკაპით გავედით.
69-ე წუთზე გოლი არ ჩაგვითვალეს - მეტოქის კარი კვლავ ზივზივაძემ აიღო, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
საბოლოო შედეგი 84-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმა დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩშიც დიდი ანგარიშით იმარჯვა და ჯგუფში 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მაკედონია კი 4 ქულით მეორე ადგილზეა.
GOAL.GE ჩრდ. მაკედონიიდან