ქართველ ფეხბურთელთან ერთად - ნიკა ნინუამ პაოკი დატოვა
22 წლის ქართველმა ნიკა ნინუამ პაოკი დატოვა და იჯარით სხვა ბერძნულ გუნდში ითამაშებს.
ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Sport 24 იუწყება და წერენ, რომ ქართველი ნახევარმცველის ახალი გუნდი ლამია იქნება, სადაც სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
ნიკა ნინუა ლამიაში მარტო არ იქნება, ამ გუნდში ქართველი ფორვარდი ბაჩო არაბული ზედიზედ მეორე სეზონია თამაშობს.
22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 2021/2022 წლის სეზონის პირველი წრე იჯარით კვიპროსულ ანორთოსისში გაატარა, თუმცა იქ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბერძნულ გუნდში ვადაზე ადრე დაბრუნდა.