ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ — კოპენჰაგენმა ჰაიდენჰაიმი დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა

კონფერენს ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში, გერმანიაში ერთმანეთს ჰაიდენჰაიმი და კოპენჰაგენი დაუპირისპირდნენ.
პირველი შეხვედრა გერმანულ გუნდს 2-1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ დღეს 1-3 წააგო და 1/8-ფინალში დანიელები გავიდნენ. კოპენჰაგენმა გადამწყვეტი გოლი მეორე დამატებით ტაიმში, 114-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ორმა ქართველმა ითამაშა და ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო - ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმის რიგებში მოედანზე 120 წუთი გაატარა, კოპენჰაგენის ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც პენალტი მოიპოვა, კი 106-ე წუთზე შეცვალეს.