ავტორიზაცია

ქართველების განახლებული სატრანსფერო ფასები ცნობილია

ქართველების განახლებული სატრანსფერო ფასები ცნობილია
თარიღი 15 Dec 2025, 17:34
ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანიამ, Transfermarkt-მა საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები შემოგვთავაზა.

მოგეხსენებათ, ამ ჟამად საფრანფეთში 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - ლიგა 1-ში, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი და ლიგა 2-ში, ზურიკო დავითაშვილი. 

რაც შეეხება სატრანსფერო ფასებს, კვარაცხელიას ფასი უცვლელია და კვლავ 90 მილიონი ევროა, ზურიკოს ფასი 9 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე დაეცა, გიორგი წიტაშივლის კარგი მატჩების შემდეგ, ქართველის ფასმა 2 მილიონიდან 2.5 მილიონამდე აიწია, ხოლო გიორგი აბუაშვილის ფასი 1 მილიონიდან 1.20 მილიონი ევრო გახდა.