ავტორიზაცია

ქართველების სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონია!

ქართველების სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონია!
თარიღი 13 მაი 2023, 20:47
გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაზის ბრატისლავის "სლოვანმა"  სლოვაკეთის ჩემპიონატი მოიგო. 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად "ბანსკა ბისტრიცა" 2:1 დაამარცხა და ტურით ადრე მეტოქეებისთვის მიუხწეველი გახდა. 

ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გურამ კაშია მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

კაშია და კანკავა ზედიზედ მეორედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები, ჩაკვეტაძისთვის კი ეს ტიტული პირველია. 

აღსანიშნავია, რომ "სლოვანმა" ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგო, აქედან მიჯრით სამჯერ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით.