ავტორიზაცია

ქართველი კუდოისტების ისტორიული წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი კუდოისტების ისტორიული წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
თარიღი 07 თებ 2024, 16:41
9 მედალი, სპეციალური პრიზები და ქართველი MVP, - ისტორიული შედეგი დააფიქსირა საქართველოს კუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის;

კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში 10-მა კუდოისტმა იასპარეზა და მედალი ცხრამ მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
 
ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ). აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა;


ტურნირის უძვირფასესი (MVP) კუდოისტი საბა მარკელია (U16, - 42 კგ) გახდა, საბამ ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებისთვის გუკა ხუბუტია (U16, - 48კგ) დააჯილდოვეს;

საქართველოს ღირსებას გოგოებს შორის იცავდა ანჟელა მომცელიძე (U16, -63კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბლაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 9 მედალია, 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;
ანდრია სხულუხია U13 (-42კგ)
ანდრია ზუხბაია U13 (52+კგ)
საბა მარკელია U16 (-42 კგ)
გუკა ხუბუტია - U16 ( - 48კგ)
ლადო აფრასიძე U16 (-58 კგ)
გოგა სიჭინავა U16 (-58კგ)
ნიკოლოზ ჟვანია U13 (52+ კგ)
დემეტრე კესარელი - U 11 (- 40კგ.)
ანჟელა მომცელიძე U16 (-63კგ)