ავტორიზაცია

ქართველი ლეგიონერების სუპერ საღამო - 4 გოლი ევროპის სხვადასხვა წერტილიდან!

ქართველი ლეგიონერების სუპერ საღამო - 4 გოლი ევროპის სხვადასხვა წერტილიდან!
თარიღი 04 Mar 2021, 10:41

ქართველი ლეგიონერებისთვის გუშინდელი სათამაშო დღე საოცრად პროდუქტიული გამოდგა. თავად განსაჯეთ - გოლის გატანა ერთბაშად ოთხმა ჩვენებურმა მოახერხა. გავიხსენოთ 2021 წლის 3 მარტის საღამო, რომელიც ქართველ ქომაგებს დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრებათ. წინ, მხოლოდ გოლებია.

ნიკა ნინუა

საბერძნეთის თასის 1/4 ფინალის ფარგლებში "პაოკ"- დაუპირისპირდა "პას ლამიას" რომლის შემადგენლობაში ბაჩანა არაბული და გუგა ფალავანდიშვილი თამაშობენ. არაბული მოედანზე არ გამოჩენილა, ფალავანდიშვილი კი მთელი მატჩის მანძილზე ცდილობდა სალონიკელთა შეტევების მოგერიებას.

შეხვედრა დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1, თუმცა ტურნირის თასის 1/2 ფინალში მაკედონიელები გავიდნენ. ანგარიში მატჩის მე-14 წუთზე გახსნა ნინუამ, რომელმაც ფტიოტისელთა კარი ზუსტი გამოზომილი დარტყმით აიღო. ეს იყო ქართველი ჩამშლელის რიგით მეორე გოლი ამ სეზონში.

საბა ლობჟანიძე

თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის ფარგლებში "ანკარაგუჯუმ" საკუთარ კედლებში მიიღო "გალათასარაი, რომელიც მოულოდნელად დაამარცხა. "ლურჯ-ყვითლები" იბრძვიან უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის და ამჟამად ისინი 23 ქულით მე-19 ადგილზე არიან. რაც შეეხება ლობჟანიძეს, ამ სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

ჟორჟ მიქაუტაძე

ბელგიის მეორე დივიზიონის ფარგლებში "სერენი" ესტუმრა "მოლენბეკს" და უხვგოლიან შეხვედრაში მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მიქაუტაძემ გაიტანა ერთი გოლი და შეასრულა ერთი ასისტი. "შავ-წითლები" ამ დროისთვის 38 ქულით არიან მეორე ადგილზე, ქართველმა ფორვარდმა 18 მატჩში მე-18 ბურთი მიითვალა.

 

ბუდუ ზივზივაძე

უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ფარგლებში "ფეჰერვარმა" საკუთარ კედლებში მიიღო "პაქსი", რომელის დამარცხება ვერ მოხერხდა. მასპინძლებს ვერც ბუდუ ზივზივაძის გოლმა უშველა, რომელმაც ამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. "ლურჯ-წითლები" ამ დროისთვის 37 ქულით არიან მე-3 ადგილზე.