ქართველი მეკარე ლა ლიგას უახლოვდება! - მე-2 ადგილი და კარგი მატჩი

ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში "ხირონა" საკუთარ მოედანზე "ალმერიას" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო "ალმერიას" ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე.
მაკარიძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად შეინახა და 3 სეივიც გააკეთა.
28 ტურის შემდეგ, მაკარიძის "ალმერიას" 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. თუ მათ ასე გააგრძელეს. ლა ლიგაში ფლეი-ოფის გარეშე დაბრუნდებიან.