ქეცბაია კვიპროსში საქართველოსთვის სასიკეთოდ იწყებს - თემურის გუნდმა დებიუტშივე საბერძნეთს მოუგო
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში თემურ ქეცბაიას კვიპროსმა შინ საბერძნეთი დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ქართველი მწვრთნელის დებიუტი შედგა კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში და ქეცბაიამ პირდაპირ ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო.
ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე გავიდა და მასპინძლებისთვის ის გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.
საბერძნეთის ეს მარცხი საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი შანსია, ამ შედეგის დამსახურებით, ჩვენმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალი საკუთარ სტადიონზე გამართოს, ამისათვის საჭიროა, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხოს.
კვიპროსმა ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს, საბერძნეთისთვის კი ეს პირველი დაკარგული ქულებია და გუნდს პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს.