ავტორიზაცია

ქენან ილდიზი, ბრილიანტი თურქეთიდან და იუვენტუსის მომავალი

ქენან ილდიზი, ბრილიანტი თურქეთიდან და იუვენტუსის მომავალი
თარიღი 28 Oct 2024, 15:50
გუშინ, იტალიის სერია-A-ში დერბი დ'იტალია გაიმართა, ინტერმა იუვენტუს უმასპინძლა, შეხვედრა საოცრად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, ფეხბრუთის მაყურებელმა, სეზონის საუკეთესო მატჩი იხილეს. საფინალო ანგარიში 4-4 დაფიქსირდა.

იუვენტუსის შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამიდა, მოედანზე 62 წუთზე, ქენან ილდიზი გამოჩნდა, თურქმა ფეხბურთელმა დარჩენილ დროში, 2 გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. ილდიზი ნამდვილი ბრილიანტია, მსგავს ნიჭი მის თაობაში ბევრს ფეხბურთელს არ აქვს. ილდიზი გერმანიაში დაბადებული, თურქი მამის და გერმანელი დედის შვილია. მთელი თავისი ცხოვრება ქენანმა, გერმანიაში გაატარა და ბაიერნსი აკადემიაში 10 წლის მანძილზე ასპარეზობდა. ხოლო 2022 წელს იუვენტუსმა მისი გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლო და ილდიზის სახით, უდიდესი ტალანტი მიიღო, რომელიც ბაიერნმა ვერ დააფასა.

ილდიზი სანაკრებო დონეზე დაუფიქრებლად დათანხმდა თურქეთის ნაკრებში თამაშზე, ჯერ კიდევ U17-დან მოყოლებული ქენანი თავის მშობლიურ ნაკრებში ასპარეზობდა. ხოლო 2023 წლიდან უკვე დიდ ნაკრებშიც ირიცხება. იუვენტუსში თავიდანვე მიხვდნენ თუ რამხელა ნიჭის მქონე ფეხბურთელთან ჰქონდათ საქმე. ილდიზმა მხოლოდ 1 წელი გაატარა იუვენტუსის ახალგაზრდულ სექტორში და შემდეგ ეგრევე დააწინაურეს “ბიანკონერის“ მთავარ გუნდში. ილდიზი არ მალავდა თავის სიმპათიებს იუვენტუსის მიმართ და როგორც მოთამაშე ამბობს, მისი კერპი იუვეს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ალესანდრო დელ პიეროა, ამ სიტყვების შემდეგ თურქმა მოთამაშემ, შესანიშნავად დაიწყო თამაში და ახალ სეზონში უკვე იუვენტუსის, 10 ნომერი სწორედ თურქმა ბრილიანტმა მოირგო. ნომრის გარდა, ილდიზი ალესანდროს სტილში აღნიშნავს, თავის გატანილ გოლებს და ბევრი რამით ცდილობს, მიბაძოს იტალიელ ლეგენდას.

 

ილდიზი ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და მას უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქი იუვეს ერთ-ერთი ლიდერია. ინტერთან 20 წუთში შესრულებული დუბლი, ამის გარდა, ილდიზს ეტყობა გერმანულ სკოლაში აღზრდა, ის ფიზიკურად საკმაოდ კარგად არის მომზადებული და ყოველთვის ბოლომდე თამაშობს. ასევე, თურქი საკმაოდ ცივსისხლიანი და თამამი ფორვარდია, ის არ ერიდება მცველზე წასვლას, ყოველთვის თამაშობს კარზე და აქვს კარგი სათამაშო ინტელექტი, ინდივიდუალური მაღალი თამაშის გარდა, ილდიზს გუნდურობა არ აკლია და ამ კომპონენტშიც ძალიან მაღალ დონეზეა.

ის ფაქტი, რომ 19 წლის ასაკში იუვენტუსის 10 ნომერს ატარებს, მისთვის არა დატვირთვა, არამედ მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობაა. თურქმა მოთამაშემ, იმდენი შეძლო 2 სეზონის მანძილზე, რომ გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა და იუვეს გულშემატკივრები, მას თავისიანად თვლიან. ილდიზმა ამ სეზონში 12 შეხვედრაში, 3 გოლის და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. თურქის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, მისი ლამაზი სათამაშო სტილია, რომელიც არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეს.