ავტორიზაცია

ქოჩორაშვილის ასისტი, სიტის და ბარსელონას გამარჯვებები — ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დასრულდა

ქოჩორაშვილის ასისტი, სიტის და ბარსელონას გამარჯვებები — ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დასრულდა
თარიღი 19 Sep 2025, 01:07
ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი ტურის დარჩენილი მატჩები დასრულდა და ბოლო სათამაშო დღეს, ფავორიტებმა გამარჯვებები მოიპოვეს.

მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ნაპოლი მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. უგოლოდ პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში ჰოლანდმა 56-ე წუთზე, გახსნა, რასაც 9 წუთში დოკუს გოლი მოჰყვა და გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. აღსანიშნავია, რომ 21-ე წუთზე, დი ლორენცომ წითელი ბარათი მიიღო და ნაპოლიმ დარჩენილი დრო 10 კაცით გაატარა.

მანჩესტერ სიტი 2-0 ნაპოლი
გოლები: 1-0 ჰოლანდი (56'), 2-0 დოკუ (65')

ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი, კატალონიის ბარსელონა ნიუკასლს ესტუმრა და მეტოქე რთულ მატჩში 2-1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის გმირი რაშფორდი გახდა, რომელმაც 58-ე და 67-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა, 90-ე წუთზე კი გორდონმა საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.

ნიუკასლი 1-2 ბარსელონა
გოლები: 0-1, 0-2 რაშფორდი (58', 67'), 1-2 გორდონი

პირველი ტურის ბოლო, მესამე სათამაშო დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი ქოჩორაშვილმა და ასისტი გაიფორმა. ქართველი ნახევარმცველის ასისტით გოლი ტრინკაომ გაიტანა, ხოლო სპორტინგმა ალმათის კაირათი მარტივად, 4-1 დაამარცხა და ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.