ავტორიზაცია

"ქომაგებს უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის" - ოთარ კიტეიშვილი

"ქომაგებს უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის" - ოთარ კიტეიშვილი
თარიღი 19 Nov 2025, 03:56
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან 2:1 წააგო

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"მიზეზებს ვეძებთ და გვინდა გამოვასწოროთ. წაგება დავიმსახურეთ და რასაც ვაკეთებთ საკმარისი არ არის. ხარისხიც მაღალი არ არის და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ქომაგებს უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ხედავთ, როგორ ცარიელ ტრიბუნაზე თამაშობს ბულგარეთი და ქართველი გულშემატკივარი უფრო მეტია.

ქართველი გულშემატკივრისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ისინი ყველაფერს ითვალისწინებენ და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს გევრდში არიან. შეიძლება ქართველების ესე გულშემატკივრობა არც გვეკუთვნის, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდში არიან,"
 - განაცხადა კიტეიშვილმა.