ავტორიზაცია

ქვინსი პრომესს ბიძაშვილის დაჭრისთვის პატიმრობა მიესაჯა

ქვინსი პრომესს ბიძაშვილის დაჭრისთვის პატიმრობა მიესაჯა
თარიღი 19 Jun 2023, 12:48
ნიდერლანდების ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" შემტევს ქვინსი პრომსს ბიძაშვილზე თავდასხმისთვის 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასეთი განაჩენი ამსტერდამის სასამართლომ გამოიტანა, იუწყება AD.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2020 წლის ზაფხულში მოხდა. "სპარტაკის" ფეხბურთელი ნათესავს დანით თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

პრომესს თავდაპირველად მკვლელობის მცდელობისთვის ედებოდა ბრალი, მაგრამ მოგვიანებით ბრალდება დამამძიმებელ თავდასხმამდე შემცირდა.

გასულ სეზონში პრომესმა "სპარტაკის" რიგებში 27 მატჩში 20 გოლი გაიტანა.