ავტორიზაცია

რა გააკეთა სვიდონ თაუნის მწვრთნელმა უცნაური წყევლის მოსახსნელად

რა გააკეთა სვიდონ თაუნის მწვრთნელმა უცნაური წყევლის მოსახსნელად
თარიღი 21 Nov 2024, 17:41
ლიგა ერთის წარმომადგენელი სვინდონ თაუნი მძიმე დღეებს განიცდი. გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს არის და მხოლოდ 2 მოგება აქვს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, იან ჰოლოუე თავის გუნდის წარუმატებლობას სულს აბრალებს. არ მოგესმათ ჰოლუეის აზრით გუნდის ბაზასთან არსებული სასაფლაო, მოქედებს შედეგზე და ინგლისელის აზრით სამქე იქ მყოფ სულს ეხება. იანს ეჭვები მას შემდეგ გაუმძაფრდა, როდესაც გუნდის კაპიტანი ოლი კლარკი ვარჯიშის დროს მძიმედ დაშავდა. “მე სერიოზულას ვგეგმავ მოედნის გაწმენდას რადგან ბევრი ადამიანის თქმით მანდ არიან სულები და სწორედ ისინი გვიშლიან ხელს წარმატების მიღწევაში“ - განაცხადა ჰოლოუეი. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისში წყევლას ებრძოდნენ მსგავსი შემთხვევები არა ერთხელ ყოფილა. 1996 წელს ბირმინგემ სიტის იმდროინდელი თავკაცი ბარი ფრაი ირწმუნებოდა, რომ მისი გუნდის წარუმატებლობა ადგილობრივი ბოშების დამსახურება იყო და მათი წყევლის მოსახსნელად, ძალზედ უცნაური მეთოდი მოიფიქრა, ფრაიმ გადაწყვიტა მოედნის დიდი ნაწილი თავისი შარდით მოერწყა. როგორც მწვრთნელმა თქვა, მას სჯეროდა, რომ ეს მეთოდი დაეხმარებოდა მის გუნდს წყევლის მოხსნაში. ფრაიმ ამის შემდეგ ამაზე კომენტარიც გააკეთა: “ჩვენ სამი თვე არ გვქონდა გამარჯვება, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამანაც არ გვიშველა.“