რა გეგმა აქვთ ლიონში გადასარჩენად — რა სიტუაციაა ფრანგულ კლუბში?

ლიონის გარშემო საფრანგეთში საუბრები არ წყდება. L'Equipe-ს ბოლო გამოცემაში, ფრანგული კლუბის შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია დაიბეჭდა, სადაც ლიონის ფინანსურ პრობლემებზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა მოცემული.
ლიონში უკვე იციან, თუ რა ფინანსური კაპიტალი უნდა მოიზიდონ უახლოეს დღეებში, რათა ლიგა 2-ში მათი დაქვეითების გადაწყვეტილება გადაიხედოს. ფრანგული კლუბის მიერ სააპელაციო საჩივარი საფრანგეთის ფეხბურთის ფინანსურ ზედამხედველ ორგანოში 10 ივლისს გადაიგზავნება, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღამდე უნდა წარადგინოს ლიონმა გეგმა, რომელიც მათ ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნის.
როგორც ირკვევა, ლიონს 10 ივლისამდე როგორც მინიმუმ €200 მილიონის მოზიდვა სჭირდება, რათა კლუბს შანსი გაუჩნდეს ლიგა 1-ში დაბრუნების. ამ თანხიდან €100 მილიონი ლიონმა სააპელაციო სასამართლომდე უნდა მოიზიდოს, რათა თანხა ხელმისაწვდომი იყოს კლუბის ანგარიშებზე. გარდა ამისა, ლიონმა ასევე უნდა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ მომდევნო სეზონის დასრულებამდე კლუბის ანგარიშებზე დამატებით €100 მილიონი გაჩნდება. ეს თანხა, სავარაუდოდ, ლიგა 1-დან და მოთამაშეების გაყიდვიდან იქნება მოზიდული.
ფრანგულ კლუბში 10 ივლისისთვის ემზადებიან. უახლოეს დღეებში გაირკვევა თუ რამდენად მოახერხებს ლიონი ზემოხსენებული თანხების მოზიდვას.