ავტორიზაცია

რა ღირს მესი ფუნტ სტერლინგში? - სიტის ხელმძღვანელობა საგონებელშია

რა ღირს მესი ფუნტ სტერლინგში?  - სიტის ხელმძღვანელობა საგონებელშია
თარიღი 27 აგვ 2020, 13:01
The Telegraph-ის თანახმად, "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის ტრანსფერი "მანჩესტერ სიტის" 500 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელი შემტევის ყოველწლიურ ხელფასზე დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი იხარჯება.

გასაკვირი არ არის, რომ "ქალაქელები" ლეოს გადმობირებისგან თავს ჯერჯერობით შორს იკავებენ. სანამ "ბლაუგრანა" კლაუსულას არ ჩამოწევს, "ლურჯები" მათი ლიდერის ტრანსფერში დაინტერესებულები არ იქნებიან.

შეგახსენებთ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდის გარდა, სამხრეთ ამერიკელი შემტევის სახელს "პარი სენ-ჟერმენსა" და მილანის "ინტერს" უკავშირებენ.